Friday, April 8, 2016

მე-9 დღე, შემაჯამებელი რეფლექსია

დრეს განსხვავებული განწყობით ვიყავი ტრენინგზე,ცოტას ვღელავდი კიდეც, რადგან რვა დღის განმავლობაში ნასწავლი და ნამუშევარი პრეზენტაციის სახით უნდა წარმედგინა.ვეცადე სლაიდ შოუ ლამაზად გამეფორმებინა და თანმიმდევრობით დამელაგებინა მასალები,რათა მსმენელისთვის სასიამოვნო და საინტერესო ყოფილიყო. მე ,როგორც მასწავლებელმა, ინტელის სასწავლო ტრენინგ-კურსის დახმარებით ვისწავლე უკეთესად როგორ წრვმართო სასწავლო პროცესი ტექნოლოგოების ეფექტურად გამოყენებით,როგორ ჩამოვაყალიბო სასწავლო პროექტის გეგმა მოსწავლეებთან ერთად,როგორ მოვარგო დროის ჩარჩოს,როგორ შევარჩიო საკვანძო კითხვები,როგორი ფორმით შევქმნა მშობლისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ბროშურა,ასევე მოსწავლის ბროშურა,ვისწავლე    როგორი ფორმით შევადგინო ფასილიტაციის კითხვები და ბოლოს,ყველა ნაშრომი, ჩემიც და მ
ოსწავლისაც ბლოგის საშუალებით როგორ გავუზიაროთ სხვებსაც.
პრეზენტაციის წარდგენისას დაძაბულობა თანდათან მომეხსნა სასიამოვნო გარემოდან გამომდინარე,ყველა ყურადღებით მისმენდა,ვგრძნობდი სითბოს და პატივისცემას.დასასრულს შემიფასეს და მომცეს სასარგებლო რჩევები.ამ ტრენინგმა ჩემ პროფესიულ განვითარებაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადამადგმევინა.
.

Saturday, April 2, 2016

მე-8 დღის რეფლექსია

დღეს გუგლის ფორმაში შევქმენით ფასილიტაციის კითხვარი, შევრჩიე დიზაინი და გადავიტანეთ ბლოგზე.მივიღეთ დავალება .

Sunday, March 27, 2016

მე-7 დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ გარდნერის თეორია,დიფერენცირებული სწავლება,პორთფოლიოს ჩეკლისტი. გავიხსენეთ და ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე,შევიტანეთ ცვლილება სათაურში. გეგმიდან მივიღეთ ბოლო დავალებები.

Saturday, March 26, 2016

მე-6 დღის რეფლექსია

დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ დოკუმენტები, ვიმუშავეთ საავტორო უფლებებზე,ასევე ბლოგზე განვათავსეთ პორთფოლიო

Monday, March 21, 2016

მე-5 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო, ვისწავლეთ ბლოგებიდან დრაივზე გადატანა. ავტვირთეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.