დრეს განსხვავებული განწყობით ვიყავი ტრენინგზე,ცოტას ვღელავდი კიდეც, რადგან რვა დღის განმავლობაში ნასწავლი და ნამუშევარი პრეზენტაციის სახით უნდა წარმედგინა.ვეცადე სლაიდ შოუ ლამაზად გამეფორმებინა და თანმიმდევრობით დამელაგებინა მასალები,რათა მსმენელისთვის სასიამოვნო და საინტერესო ყოფილიყო. მე ,როგორც მასწავლებელმა, ინტელის სასწავლო ტრენინგ-კურსის დახმარებით ვისწავლე უკეთესად როგორ წრვმართო სასწავლო პროცესი ტექნოლოგოების ეფექტურად გამოყენებით,როგორ ჩამოვაყალიბო სასწავლო პროექტის გეგმა მოსწავლეებთან ერთად,როგორ მოვარგო დროის ჩარჩოს,როგორ შევარჩიო საკვანძო კითხვები,როგორი ფორმით შევქმნა მშობლისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ბროშურა,ასევე მოსწავლის ბროშურა,ვისწავლე როგორი ფორმით შევადგინო ფასილიტაციის კითხვები და ბოლოს,ყველა ნაშრომი, ჩემიც და მ
ოსწავლისაც ბლოგის საშუალებით როგორ გავუზიაროთ სხვებსაც.
პრეზენტაციის წარდგენისას დაძაბულობა თანდათან მომეხსნა სასიამოვნო გარემოდან გამომდინარე,ყველა ყურადღებით მისმენდა,ვგრძნობდი სითბოს და პატივისცემას.დასასრულს შემიფასეს და მომცეს სასარგებლო რჩევები.ამ ტრენინგმა ჩემ პროფესიულ განვითარებაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადამადგმევინა.
.
No comments:
Post a Comment