დრეს განსხვავებული განწყობით ვიყავი ტრენინგზე,ცოტას ვღელავდი კიდეც, რადგან რვა დღის განმავლობაში ნასწავლი და ნამუშევარი პრეზენტაციის სახით უნდა წარმედგინა.ვეცადე სლაიდ შოუ ლამაზად გამეფორმებინა და თანმიმდევრობით დამელაგებინა მასალები,რათა მსმენელისთვის სასიამოვნო და საინტერესო ყოფილიყო. მე ,როგორც მასწავლებელმა, ინტელის სასწავლო ტრენინგ-კურსის დახმარებით ვისწავლე უკეთესად როგორ წრვმართო სასწავლო პროცესი ტექნოლოგოების ეფექტურად გამოყენებით,როგორ ჩამოვაყალიბო სასწავლო პროექტის გეგმა მოსწავლეებთან ერთად,როგორ მოვარგო დროის ჩარჩოს,როგორ შევარჩიო საკვანძო კითხვები,როგორი ფორმით შევქმნა მშობლისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ბროშურა,ასევე მოსწავლის ბროშურა,ვისწავლე როგორი ფორმით შევადგინო ფასილიტაციის კითხვები და ბოლოს,ყველა ნაშრომი, ჩემიც და მ
ოსწავლისაც ბლოგის საშუალებით როგორ გავუზიაროთ სხვებსაც.
პრეზენტაციის წარდგენისას დაძაბულობა თანდათან მომეხსნა სასიამოვნო გარემოდან გამომდინარე,ყველა ყურადღებით მისმენდა,ვგრძნობდი სითბოს და პატივისცემას.დასასრულს შემიფასეს და მომცეს სასარგებლო რჩევები.ამ ტრენინგმა ჩემ პროფესიულ განვითარებაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადამადგმევინა.
.
Friday, April 8, 2016
Saturday, April 2, 2016
მე-8 დღის რეფლექსია
დღეს გუგლის ფორმაში შევქმენით ფასილიტაციის კითხვარი, შევრჩიე დიზაინი და გადავიტანეთ ბლოგზე.მივიღეთ დავალება .
Sunday, March 27, 2016
მე-7 დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ გარდნერის თეორია,დიფერენცირებული სწავლება,პორთფოლიოს ჩეკლისტი. გავიხსენეთ და ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე,შევიტანეთ ცვლილება სათაურში. გეგმიდან მივიღეთ ბოლო დავალებები.
Saturday, March 26, 2016
მე-6 დღის რეფლექსია
დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ დოკუმენტები, ვიმუშავეთ საავტორო უფლებებზე,ასევე ბლოგზე განვათავსეთ პორთფოლიო
Monday, March 21, 2016
მე-5 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო, ვისწავლეთ ბლოგებიდან დრაივზე გადატანა. ავტვირთეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.
Sunday, March 20, 2016
Saturday, March 19, 2016
Sunday, March 13, 2016
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
სამართლიანი სამყარო და მშვიდობიანი თანაარსებობა
ზოგადი კითხვა : რა არის ჩვენი მოვალეობა?
თემატური კითხვები:
როგორ გესმით მშვიდობა?
როგორ ცვლის ომი ეკონომიკას?
თქვენი აზრით ვინ უნდა იცავდეს ჩვენს უფლებებს?
როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყანა კანონის გარეშე?
„ომი და მშვიდობა“, როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი ცხოვრება
თითოეული მათგანის შემთხვევაში?
შინაარსობლივი კითხვები:
რამდენ თაობად იყოფა უფლებები?
რისი უფლება აქვს ყველა ადამიანს?
რა არის კონსტიტუცია და რატომ არსებობს იგი სახელმწიფოში?
როგორი ტიპის კონფლიქტები არსებობს?
რა ეწოდება კონფლიქტების მოგვარების არაოფიციალურ მხარეს
და როგორი ტვისებები უნდა ჰქონდეს მას?
Saturday, March 12, 2016
მეორე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ პროექტის შინაარსი,წარმოვადგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, მოვისმინე სხვებისაც.მოვახდინეთ ახალი იდეების შეჯამებაც, მოვისმინეთ შენიშვნებიც, რასაც გავითვალისწინებ,ვისწავლეთ ზოგადი და თემატური კითხვების დასმა,მოგვცეს დავალებები.
Subscribe to:
Posts (Atom)